სასტუმრო ამერი პლაზა
სასტუმროს ბიზნესი სწრაფი ტემპით ვითარდება საქართველოში, თბილისი კი ლიდერის პოზიციას იკავებს ტურიზმის სფეროს მიმწოდებელთა ჩამონათვალში. 2008 წლიდან ჩვენი გუნდი მთელი ამ უაღრესად საპასუხისმგებლო პროცესის მონაწილეა, სტუმრებსა და პარტნიორებზე ზრუნვით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინდუსტრიის განვითარებასა და ზრდაში.

 

„ამერი პლაზა“ გაიხსნა 2017 წლის 22 სექტემბერს და გთავაზობთ პროფესიონალი გუნდის მიერ შექმნილ სერვისის უმაღლეს ხარისხსა და ინდივიდუალურ მიდგომას ყველა სტუმართან თუ პარტნიორთან. სასტუმროს ნომრები დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიებად, დაწყებული დაბალბიუჯეტური ეკონომ ნომრებიდან- დასრულებული სტუდიოს ოროთახიანი ლუქსის ტიპის ნომრებით. ასევე, საშუალო კატეგორიის ნომრები, როგორიცაა: ერთადგილიანი სტანდარტული, ორადგილიანი დიდი საწოლით; ორადგილიანი ცალ-ცალკე საწოლებით, დელუქსის ტიპის ნომერი და   შეზღუდულ შესაძლებლობებზე ადაპტირებული ოთახი.

 

სასტუმრო განთავსებულია ახლადაშენებული შენობის მე-13 სართულიდან მე-17 სართულის ჩათვლით, ულამაზესი ხედით მთელ თბილისზე. ხოლო, მეორე სართულზე, რესტორანში სტუმრებს ელით გაშლილი შვედური მაგიდა, უგემრიელესი საუზმით. ლოკაციამ და შენობის არქიტექტურამ მოგვცა საშუალება ნომრები ყოფილიყო დიდი ფართობის, რაც „ამერი პლაზა“-ს ერთ-ერთ უპირატესობად მიიჩნევა.  ნომრები კეთილმოწყობილია ყველა საჭირო თუ სასურველი ნივთით, როგორიცაა მაგალითად სეიფი, მინი ბარი, მადუღარა, წყალი, ჩაი, თმის საშრობი, შამპუნი, კბილის ჯაგრისი, საპონი, ოთახის ფეხსაცმელი და რამოდენიმე ოთახში- სარეცხი მანქანაც კი.

 

სასტუმრო „ამერი პლაზა“ მდებარეობს თბილისის მაღაზიებისა და ბუტიკების ყველაზე ცნობილ რაიონში – საბურთალოზე. პეკინის ქუჩიდან 2 წუთის სავალზე ხელმისაწვდომია: სხვადასხვა ბრენდული მაღაზიები, პიცერიები, საერთაშორისოდ ცნობილი სწრაფი კვების ობიექტები და ქართული რესტორნები, სადაც ყველა სტუმარს ეძლევა შესაძლებლობა დააგემოვნოს ტრადიციული სამზარეულო და ღვინო.

მანძილი სასტუმროდან ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნეობებამდე არის:
რუსთაველის გამზირი 4 კმ.
ძველი თბილისი (შარდენის ქ.) 5 კმ.
გოგირდის აბანოები 5.5 კმ
თავისუფლების მოედანი 4.7 კმ.
თბილისის რკინიგზის სადგური 2.8 კმ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 20 კმ.
26 მაისის ბაღი – 600 მ.
პეკინის ქუჩა – 500 მ.
ჩვენი მისიაა თავი იგრძნოთ საკუთარ სახლში!